მომსახურება

მომსახურება

დიზაინ სტუდია

* შეფუთვის დიზაინი

ჩვენი კრეატიულობა, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად აღნიშნულ სფეროში, ემსახურება კლიენტებს, როგორც დანაზოგისა და მუდმივობის ინსტრუმენტი. ჩვენ გათვითცნობიერებულნი ვართ როგორც ბეჭდვაში, აგრეთვე დიზაინშიც. ნება მოგვეცით გიჩვენოთ თუ როგორ შეიძლება დავზოგოთ დრო და თანხები სწორად შერჩეული დიზაინ პროქტით, რაშიც ჩვენი საიტი გაგიწევთ დახმარებას.


* Artwork-ის მომზადება

Artwork-ის მომზადება ფლექსოგრაფიულ ბეჭდვაში მოითხოვს, წარმოებასთან დაკავშირებული, სპეციალური მახასიათებლების ცოდნას.

ჩვენი მაღალკვალიფიციური თანამშრომელთა გუნდი გაძლევთ უმაღლესი ხარისხის შედეგის გარანტიას.

ჩვენი მეთოდები აგრეთვე იძლევა შესაძლებლობას ფლექსოგრაფიის საშუალებით დაიბეჭდოს პრობლემატური გამოსახულების მქონე მასალაც.

საგულდაგულო მომზადების მეშვეობით, ჩვენ შევქმენით ძირითადი გადამწყვეტი პირობები დიზაინის წარმატებული და რეპროდუქტიული ბეჭდვისათვის.რაც თავის მხრივ პროდუქციას ხდის არამხოლოდ საიმედოს არამედ შთააგონებს თქვენს მომხმარებელსაც.

*ბრენდინგი

კომპანია DFC -ის ყავს ნიჭიერი მხატვრები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან შეფუთვის დინამიური გრაფიკა და დიზაინი, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. გჭირდებათ ლოგოს დიზაინი ან პროდუქციის ბრენდინგი? და თანაც მოკლე დროში? დიახ, კომპანია DFC გთავაზობთ ამ და სხვა მრავალ მომსახურებას. მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენთან, მთელი პროცესის განმავლობაში იძლევა წარმატების გარანტიას და ეფექტურ შედეგებს თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.


*ბეჭდვამდელი მომზადება

ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მაღალი ხარისხის პროდუქციაზე და გთავაზობთ თქვენთვის მისაღებ ბეჭდვით მასალას. დამუშავების პროცესი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ უზრუნველყოფს ზუსტ სიმულაციას ასახული პროდუქტისას, რომელსაც მოგვიანებით ვიღებთ ბეჭდვით ფორმატში.

ამგვარად მიღებული შედეგი შეესაბამება თქვენს თავდაპირველ ჩანაფიქრს.

*ფერების მენეჯმენტი

სამუშაოს სანდო შესრულება და ფერების წარმოჩინება საუკეთესო ხარისხით, წარმოების ყველა

 

საფეხურზე გარანტირებულია ფერების მართვის ჩვენი მეთოდით.

კლიშეების დამზადება

*მაღალი ხარისხის ფოტოპოლიმერი (HD ფლექსო)

HD ფლექსო არის მომდევნო ნაბიჯი მაღალი ხარისხის მისაღწევად ფლექსოგრაფიაში. HD ფლექსო არის ახალი პროცესი ციფრული ფლექსოგრაფიული კლიშეების დასამზადებლად.

გაუმჯობესებული კლიშეები არის მაღალი ხარისხის და იბეჭდება ბევრად უფრო ნაკლებ
დროში, ვიდრე სტანდარტული ციფრული ფლექსო კლიშეები. ფლექსო ბეჭდვას ახლა უკვე შეუძლია გაუწიოს კონკურენცია ოფსეტურ ბეჭდვას და გრავირებას. გარდა ამისა ციფრული კლიშე უზრუნველყოფს მეტ მდგრადობას და გამძლეობას.

 

*ციფრული ფოტოპოლიმერი

ციფრული კლიშე წარმოგვიდგენს ახალ ერას შემცირებული წერტილების გამოყენებით, მაღალი გარჩევადობით და უკეთსი მაჩვენებლებით ამ და სხვა კრიტერიუმებში.

კომპანია DFC-ის ყავს გამოცდილი ტექნიკური ჯგუფი, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას და დახმარებას მთელი ბეჭდვითი პროცესის განმავლობაში.